ორშაბათს მცხეთაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებიც სვეტიცხოვლობას აღნიშნავდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ ჩაიარა დღესასწაულმა საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში
ზეიმის ეპიცენტრი ტრადიციულად მცხეთაში და სვეტიცხოვლის ტაძარში იყო, სადაც დილიდან მიდიოდნენ მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან.
მცხეთელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის დაგეგმილი იყო სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები, საკარნავალო მსვლელობები, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ლაურეატთა დაჯილდოება და სხვა მრავალი.

სვეტიცხოვლობას ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართა

დილიდან სვეტიცხოველში ათასობით ადამიანი მივიდა, რათა სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა

3/24
© photo: Sputnik
ქალაქში შესასვლელი გზები დილიდან გადაიკეტა, ავტოსადგომიდან ტაძართან ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით მიდიოდა

დღესასწაულზე ასევე მივიდნენ საქართველოს ხელისუფლების წევრებიც

5/24
© photo: Sputnik
ტაძრის კედლებთან ხალხი სანთლებს ანთებდა

მღვდლები მორწმუნეებს აკურთხებდნენ და საუბრობდნენ მათთან

ამ დღეს სვეტიცხოველში შესვლა ძალიან რთულია

ტაძრის შესასვლელთანაც კი უამრავი ხალხი დგას

მცხეთას დღესასწაულზე, გარდა მორწმუნეებისა, სტუმრობენ უცხოელი ტურისტებიც

ქალაქის დღესასწაულზე ჩამოსული სტუმრები სამახსოვრო ფოტოს იღებენ

მიუხედავად სეზონისა, მცხეთაში დღესასწაულზე კარგი ამინდი იყო

ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი დადიოდა ეროვნული სამოსით

ბაზრობაზე უამრავი ხელნაკეთი ნივთი იყო წარმოდგენილი საგამოფენო სტენდებზე

დღესასწაულის სტუმრებს ქართული კერძებითა და მოხარშული სიმინდით გაუმასპინძლდნენ

მრავლად იყო ქართული ნუგბარი - ჩურჩხელა, რომელსაც ყველა ქართულ დღესასწაულზე იხილავთ

სტუმრები ბამბის ფერად ნაყინსაც სიამოვნებით მიირთმევდნენ

და სხვადასხვა ნუგბარსაც, რომლებიც დღესასწაულზე საწარმოებმა და საკონდიტროებმა წარადგინეს

18/24
ბაზრობაზე იწვებოდა მწვადები

მოიხარშა უამრავი ხინკალი

ბაზრობაზე გაიმართა ყვავილების ფესტივალიც

დღესასწაულის სტუმრები ხალისიან, ფერადოვან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ

სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად მსურველებს საჰაერო ბურთების ყიდვაც შეეძლოთ

დღესასწაულზე ქალაქში სხვადასხვა ინსტალაციები გამოჩნდა, რომლებიც ფოტოსესიების დეკორაციებად გამოიყენეს

24/24
© photo: Sputnik / Stringer
დილიდან საღამომდე მცხეთის ცენტრში მიმდინარეობდა კონცერტი. სტუმრების წინაშე წარსდგნენ ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, კონცერტზე ასევე ჟღეროდა თანამედროვე პოპულარული ჰიტები