19:17 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ფოტო

თბილისის ფერები: ქალაქის დღე ფოტოებში

მოკლე ბმულის მიღება
136 0 0
  • წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე, თბილისის ცენტრი გიგანტურ საფეხმავლო ზონად გადაიქცევა
  • დედაქალაქი ოქტომბერში აღნიშნავს „თბილისობას“ - ქალაქის დღეს, რომელიც საყვარელი დღესასწაულია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის
  • თბილისის ქუჩებში ძველი დროის სცენები ცოცხლდება
  • 
ამ დღეების მთავარი მშვენება - ჩურჩხელები
  • და, რა თქმა უნდა, ხილი - ამ სუფრაზე შემოდგომის ყველა ფერია
  • ყოველ ნაბიჯზე წვამენ მწვადებს - გასაყიდად, და ისე უბრალოდ, კარგი განწყობისთვის
  • ხელნაკეთი ნივთია! ყველაზე ლამაზი და უჩვეულო სუვენირებს სწორედ „თბილისობაზე“ შეიძენთ
  • ძველი ქუჩების თავზე ცა გააფერადეს მისალოცი ბარათებით
  • დღესასწაული ორ დღეს გრძელდება - თბილისელები ყველაფერს მთელი გულით და სულით აკეთებენ
  • ხალხური მუსიკა თაობებს აერთიანებს
  • პენსიონრებს უჭირთ სიარული, ამიტომ მათთვის ნარდის სათამაშო კუთხეები მოაწყვეს
  • ნატვრის ხე - უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და ხეს კაშკაშა ქსოვილის ნაჭერი შეაბათ. რაც უფრო კაშკაშაა, მით უფრო მალე აგისრულდებათ!
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე, თბილისის ცენტრი გიგანტურ საფეხმავლო ზონად გადაიქცევა

საქართველოს დედაქალაქში „თბილისობის“ ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული მიმდინარეობს. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოლენტაში, როგორ აღნიშნავენ ქალაქის დღეს თბილისელები

„თბილისობა“ - გადაჭარბების გარეშე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია საქართველოში. ჰაერში ტრიალებს მწვადის, სუნელების და ახალი ღვინის სურნელი. და, რა თქმა უნდა, ზეიმი არ ჩაივლის ხმაურიანი პურ-მარილის და მხიარულების გარეშე.

ზეიმზე ყველა კუთხიდან ჩამოდიან ფერმერები. დახლები სავსეა მათი ნობათით: ახალი ბოსტნეულით და ხილით, ტკბილეულით, ყველით.
„თბილისობა“ უყვართ არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. შემოდგომაზე თბილისში მთელი მსოფლიოდან სტუმრები ჩამოდიან, რათა ბოლომდე შეიგრძნონ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა და ამ დიდი ზეიმის ნაწილი გახდნენ. ტურისტებისთვის „თბილისობა“ არის შესანიშნავი შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ ქვეყნის ტრადიციები, მისი კულტურა და დატკბნენ მრავალფეროვანი ფესტივალების კაშკაშა და დაუვიწყარი სანახობით.

პირველად „თბილისობის“ დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.

2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

თეგი:
თბილისი, საქართველო

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები