საქართველოს დედაქალაქში „თბილისობის“ ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული მიმდინარეობს. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოლენტაში, როგორ აღნიშნავენ ქალაქის დღეს თბილისელები
„თბილისობა“ - გადაჭარბების გარეშე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია საქართველოში. ჰაერში ტრიალებს მწვადის, სუნელების და ახალი ღვინის სურნელი. და, რა თქმა უნდა, ზეიმი არ ჩაივლის ხმაურიანი პურ-მარილის და მხიარულების გარეშე.
ზეიმზე ყველა კუთხიდან ჩამოდიან ფერმერები. დახლები სავსეა მათი ნობათით: ახალი ბოსტნეულით და ხილით, ტკბილეულით, ყველით.
„თბილისობა“ უყვართ არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. შემოდგომაზე თბილისში მთელი მსოფლიოდან სტუმრები ჩამოდიან, რათა ბოლომდე შეიგრძნონ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა და ამ დიდი ზეიმის ნაწილი გახდნენ. ტურისტებისთვის „თბილისობა“ არის შესანიშნავი შესაძლებლობა უკეთ გაიცნონ ქვეყნის ტრადიციები, მისი კულტურა და დატკბნენ მრავალფეროვანი ფესტივალების კაშკაშა და დაუვიწყარი სანახობით.
პირველად „თბილისობის“ დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.
ამ დღეების მთავარი მშვენება - ჩურჩხელები
ამ დღეების მთავარი მშვენება - ჩურჩხელები