10:14 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ფოტო

მთელი ძალით: „ბორჯღალოსნები“ ფიჯისთან დამარცხდნენ – ფოტოქრონიკა

მოკლე ბმულის მიღება
100 0 0
  • ფიჯის ნაკრებმა მატჩში მთელი თავისი შესაძლებლობები გამოავლინა
  • შეხვედრის პირველ ნახევარში ბრძოლა მთლიანობაში თანაბარი იყო, მაგრამ მერე სურათი შეიცვალა
  • პირველი ტაიმი ანგარიშით 3:7 დამთავრდა ფიჯელების სასარგებლოდ
  • მეორე ნახევარში ფიჯის ნაკრებმა მკვეთრად აწია ტემპი
  • საქართველოს ნაკრებმა ამგვარ „მიწოლას“ ვერ გაუძლო
  • „ბორჯღალოსნებმა“ მოწინააღმდეგეს ხელი ვერ შეუშალეს — მათ ექვსი ლელო დადეს
  • მსაჯის საფინალო სასტვენი მაშინ გაისმა, როცა ანგარიში 10:45 იყო ფიჯის ნაკრების სასარგებლოდ
  • მეორე ნახევარში ერთადერთი მცდელობა ლეგენდარულ მამუკა გიორგაძეს ჰქონდა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა
  • ამ გამარჯვებით ფიჯელებმა ჯგუფში ქართველებს გადაუსწრეს და მესამე ადგილზე განთავსდნენ
  • „ბორჯღალოსნები“ მეოთხე ადგილზე არიან
  • დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები ქალაქ სიძუოკში 11 ოქტომბერს ჩაატარებს და მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ფინალისტ ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება
  • ეს გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს და „ბორჯღალოსნებისთვის“ ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება
© AP Photo / Jae C. Hong
ფიჯის ნაკრებმა მატჩში მთელი თავისი შესაძლებლობები გამოავლინა

საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრაში ანგარიშით 10:45 დამარცხდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები იაპონიაში გამართული მატჩიდან.

ამ გამარჯვებით ფიჯის ნაკრებმა D ჯგუფში საქართველოს გაუსწრო და 7 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა. ქართველი რაგბისტები 5 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები ქალაქ სიძუოკაში 11 ოქტომბერს ჩაატარებს და მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ფინალისტს ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება.

გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს და „ბორჯღალოსნებისთვის“ ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება.

თეგი:
საქართველო

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები