საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯისთან შეხვედრაში ანგარიშით 10:45 დამარცხდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები იაპონიაში გამართული მატჩიდან.
ამ გამარჯვებით ფიჯის ნაკრებმა D ჯგუფში საქართველოს გაუსწრო და 7 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა. ქართველი რაგბისტები 5 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.
დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები ქალაქ სიძუოკაში 11 ოქტომბერს ჩაატარებს და მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ფინალისტს ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება.
გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს და „ბორჯღალოსნებისთვის“ ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება.

1/12
© AP Photo / Jae C. Hong
ფიჯის ნაკრებმა მატჩში მთელი თავისი შესაძლებლობები გამოავლინა

2/12
© AP Photo / Jae C. Hong
შეხვედრის პირველ ნახევარში ბრძოლა მთლიანობაში თანაბარი იყო, მაგრამ მერე სურათი შეიცვალა

3/12
© AP Photo / Jae C. Hong
პირველი ტაიმი ანგარიშით 3:7 დამთავრდა ფიჯელების სასარგებლოდ

4/12
© AP Photo / Jae C. Hong
მეორე ნახევარში ფიჯის ნაკრებმა მკვეთრად აწია ტემპი

5/12
© AP Photo / Jae C. Hong
საქართველოს ნაკრებმა ამგვარ „მიწოლას“ ვერ გაუძლო

6/12
© AP Photo / Jae C. Hong
„ბორჯღალოსნებმა“ მოწინააღმდეგეს ხელი ვერ შეუშალეს — მათ ექვსი ლელო დადეს

7/12
© AP Photo / Jae C. Hong
მსაჯის საფინალო სასტვენი მაშინ გაისმა, როცა ანგარიში 10:45 იყო ფიჯის ნაკრების სასარგებლოდ

8/12
© AP Photo / Jae C. Hong
მეორე ნახევარში ერთადერთი მცდელობა ლეგენდარულ მამუკა გიორგაძეს ჰქონდა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა

9/12
© AP Photo / Jae C. Hong
ამ გამარჯვებით ფიჯელებმა ჯგუფში ქართველებს გადაუსწრეს და მესამე ადგილზე განთავსდნენ

10/12
© AP Photo / Jae C. Hong
„ბორჯღალოსნები“ მეოთხე ადგილზე არიან

11/12
© AP Photo / Jae C. Hong
დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები ქალაქ სიძუოკში 11 ოქტომბერს ჩაატარებს და მსოფლიოს წინა ჩემპიონატის ფინალისტ ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება

12/12
© AP Photo / Jae C. Hong
ეს გუნდები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს და „ბორჯღალოსნებისთვის“ ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება