11:01 14 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
ფოტო

შტურმი აშშ-ის საიდუმლო ობიექტზე: ზონა 51

მოკლე ბმულის მიღება
117 0 0
  • ნევადაში მდებარე ზონა 51-თან ორი ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი
  • ზონა 51 დიდი ხანია, რაც საზოგადოების ცნობიერებაში არამიწიერ ცივილიზაციებთან და ერთგვარ შეთქმულების თეორიასთან ასოცირდება
  • ბაზასთან ზოგიერთები უცხოპლანეტელების კოსტიუმებში გამოწყობილები მივიდნენ
  • ზოგმა კი კარავიც კი გაშალა ზონის წინ მდებარე მინდორზე
  • შეტევის მონაწილეთა შორის შიგადაშიგ ისმოდა შეძახილები: უცხოპლანეტელები!
  • მედიის ინფორმაციით, ღონისძიებები იმართებოდა დასახლება რეიჩელსა და ჰაიკოში
  • ზოგი ადამიანი საგულდაგულოდ ემზადებოდა შეტევისთვის
  • ბაზის დაცვის თვალწინ იმართებოდა კოსტიუმირებული პერფორმანსები
  • აღსანიშნავია, რომ ზონა 51-ის არსებობა აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად მხოლოდ 2013 წელს აღიარა
  • ოსტიუმირებული შეტევის მონაწილეები ოთხფეხა მეგობართან ერთად
© AP Photo / John Locher
ნევადაში მდებარე "ზონა 51-თან" ორი ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი

ნევადის შტატში (აშშ) "ზონა 51“-ზე კოსტიუმირებული იერიში მოეწყო. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები შეტევის ადგილიდან.

კონსპიროლოგები დარწმუნებული არიან, რომ ნევადის შტატში მდებარე "ზონა 51“-დან აშშ-ის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად ამყარებს კონტაქტს არამიწიერ ცივილიზაციებთან და ამასთან ცდებს აწარმოებს უცხოპლანეტელებზე.

აქტივისტებმა სოციალური ქსელით განაცხადეს, რომ ბაზაზე შეტევას აპირებდნენ, სადაც, მათი აზრით, არმია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიზიტის მტკიცებულებებს მალავს. აღნიშნულ ღონისძიებაზე წასვლის სურვილი ორმა მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა.
ქვეყნის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ბაზაზე შეჭრის ნებისმიერ მცდელობას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები.
როგორც ჩანს, გაფრთხილებამ იმოქმედა და ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა, რომ "ზონა 51“-თან უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულები უბრალოდ ფესტივალს გამართავდნენ.

თეგი:
აშშ

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები