ნევადის შტატში (აშშ) "ზონა 51“-ზე კოსტიუმირებული იერიში მოეწყო. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები შეტევის ადგილიდან.
კონსპიროლოგები დარწმუნებული არიან, რომ ნევადის შტატში მდებარე "ზონა 51“-დან აშშ-ის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად ამყარებს კონტაქტს არამიწიერ ცივილიზაციებთან და ამასთან ცდებს აწარმოებს უცხოპლანეტელებზე.
აქტივისტებმა სოციალური ქსელით განაცხადეს, რომ ბაზაზე შეტევას აპირებდნენ, სადაც, მათი აზრით, არმია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიზიტის მტკიცებულებებს მალავს. აღნიშნულ ღონისძიებაზე წასვლის სურვილი ორმა მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა.
ქვეყნის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ბაზაზე შეჭრის ნებისმიერ მცდელობას აუცილებლად მოჰყვებოდა შედეგები.
როგორც ჩანს, გაფრთხილებამ იმოქმედა და ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა, რომ "ზონა 51“-თან უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულები უბრალოდ ფესტივალს გამართავდნენ.