11:46 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ფოტო

ნოტრ-დამი ნანგრევებში – რა დარჩა ხანძრის შემდეგ საფრანგეთის სიმბოლოდან

მოკლე ბმულის მიღება
193 0 0
  • ნოტრ-დამში ხანძარი დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გაგრძელდა
  • ხანძრის შედეგად ჩამოინგრა სამრეკლო და სახურავის ნაწილი, ჩამოიშალა კედლის საათიც
  • ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრეები განაგრძობდნენ დარჩენილი კერების დაკვირვებას და აგრილებდნენ გახურებულ კონსტრუქციას
  • ჯამში, ტაძრის ძირითადი კონსტრუქცია შენარჩუნებულია, თუმცა ხანძარმა საკმაოდ დიდი ზიანი გამოიწვია
  • სპეციალისტთა აზრით, ნოტრ-დამის სრულად აღდგენა შესაძლებელია
  • თუმცა ტაძრის ბოლომდე აღდგენას სულ ცოტა 10 წელი დაჭირდება
  • ხანძრის დროს ნოტრ-დამის ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა, ასევე მოხერხდა უნიკალური ისტორიული ფასეულობების დიდი ნაწილის გადარჩენა
  • ხალხი შოკირებული აკვირდება საფრანგეთის ერთ-ერთ უმთავრეს ტაძარს, რომელიც დაიწვა
  • მეხანძრეებმა ყველაფერი გააკეთეს ხანძართან მაქსიმალურად მოკლე დროში გასამკლავებლად
  • 15 აპრილს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩენილი ხანძარი მეორე დილით 11:00 საათზე ჩააქრეს. ასე გამოიყურება ახლა ნოტრ-დამ-დე-პარი
  • ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრე-მაშველები, მიმდინარეობს ხანძრის გაჩენის მიზეზების დადგენა
  • დაწყებულია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენი თანხების მოგროვება, შესაბამისი განყოფილება სახელწოდებით „გადავარჩინოთ ნოტრ-დამი“ უკვე გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე. გვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ 50-დან 500 ევრომდე თანხა შეიტანონ, ან მიუთითონ სხვა ნებისმიერი თანხა
© photo: AFP 2019 / STRINGER
ნოტრ-დამში ხანძარი დაახლოებით 12 საათის განმავლობაში გაგრძელდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 მარტის საღამოს გაჩნდა, რის გამოც ჩამოინგრა შენობის სამრეკლო, სახურავის ნაწილი, ჩამოვარდა საათი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება ნოტრ-დამი ხანძრის შემდეგ.

ხანძრის გაჩენამდე შენობაში ხარაჩოები იდგა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მასმედიის ნაწილის ინფორმაციით, ხანძარი ზუსტად იქ გააჩნდა, სადაც ხარაჩოები იდგა. არ არის გამორიცხული, რომ მომხდარის მიზეზი სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევა იყოს. ხანძარს ათასობით ადამიანი აკვირდებოდა, ბევრი პარიზელი ნოტრ-დამის გადასარჩენად ქუჩებში ლოცულობდა.

სხვადასხვა ექსპერტების შეფასებით, ტაძრის სრულად აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ამას წლები დასჭირდება.

დაწყებულია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენი თანხების მოგროვება, შესაბამისი განყოფილება სახელწოდებით „გადავარჩინოთ ნოტრ-დამი“ უკვე გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე. გვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ 50-დან 500 ევრომდე თანხა შეიტანონ, ან მიუთითონ სხვა ნებისმიერი თანხა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები