06:06 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0954
  • 100 RUB4.2930
  • USD2.7799
ფოტო

SputnikPro ქართველი ჟურნალისტებისთვის ჰორიზონტებს აფართოებს

მოკლე ბმულის მიღება
11510
  • თბილისში პროექტის SputnikPro შემდგომი მოდული 1 მარტს გაიმართა
  • სპეციალურად მინსკიდან მასტერ-კლასზე ჩამოვიდა Sputnik-ბელარუსის რედაქტორი ევგენი კაზარცევი
  • დამწყებმა ჟურნალისტებმა და ფრილანსერებმა მოისმინეს, თუ როგორ ვითარდება მედიაბაზარი ბელარუსში მსოფლიო ტენდენციების ფონზე
  • Sputnik-საქართველოს ქართული რედაქციის მედიამენეჯერმა თამარ ხონელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საინტერესო თემებისა და გმირების მოძიება გამოსაქვეყნებლად
  • ახალგაზრდა ჟურნალისტები საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ და პასუხებს რედაქციის პრაქტიკაზე დაყრდნობით ღებულობდნენ
  • SputnikPro - ეს არის სხვადასხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა
  • პროექტის მონაწილეების მოწონება დაიმსახურა ევგენი კაზარცევის შემეცნებითმა გამოსვლამ
  • პასუხი კითხვაზე, თუ როგორი იქნება ჟურნალისტიკა 10 წლის შემდეგ, არავინ იცის
  • პროექტი SputnikPro 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მაღალი შეფასება მიიღო ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მედიაგაერთიანებებისგან
  • SputnikPro-ს პირველი მოდული საქართველოში ქართული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრას მოიაზრებდა, მეორე მოდულზე კი თავი მოიყარეს საქართველოს ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებმა
  • სამი წლის მუშაობის შედეგად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში Sputnik-ის გვერდებმა ლიდერული პოზიციები მოიპოვა ადგილობრივ მედიაში კონტენტის მიწოდების ახალი და ტექნოლოგიური ფორმატის საშუალებით
  • ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს სერტიფიკატები გადაეცათ
© Sputnik / Alex Shlamov
თბილისში პროექტის SputnikPro შემდგომი მოდული 1 მარტს გაიმართა

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა პროექტის SputnikPro ახალი მოდული გაუშვა საქართველოში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება

თბილისში 1 მარტს Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასი გაიმართა. პროექტი SputnikPro განკუთვნილია ახალგაზრდა რეპორტიორებისათვის, რომლებსაც ჟურნალისტიკის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების სურვილი აქვთ.

SputnikPro - ეს არის უნიკალური მასტერკლასებისა და პრეზენტაციების სერია საუკეთესო რუსი მედიამენეჯერებისა და წამყვანი სპეციალისტებისაგან. სპეციალისტები მზად არიან ჟურნალისტებს, პრეს-მდივნებსა და სტუდენტებს გაუზიარონ მუშაობის კოლოსალური გამოცდილება.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები