საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა პროექტის SputnikPro ახალი მოდული გაუშვა საქართველოში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება
თბილისში 1 მარტს Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასი გაიმართა. პროექტი SputnikPro განკუთვნილია ახალგაზრდა რეპორტიორებისათვის, რომლებსაც ჟურნალისტიკის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების სურვილი აქვთ.
SputnikPro - ეს არის უნიკალური მასტერკლასებისა და პრეზენტაციების სერია საუკეთესო რუსი მედიამენეჯერებისა და წამყვანი სპეციალისტებისაგან. სპეციალისტები მზად არიან ჟურნალისტებს, პრეს-მდივნებსა და სტუდენტებს გაუზიარონ მუშაობის კოლოსალური გამოცდილება.

თბილისში პროექტის SputnikPro შემდგომი მოდული 1 მარტს გაიმართა

სპეციალურად მინსკიდან მასტერ-კლასზე ჩამოვიდა Sputnik-ბელარუსის რედაქტორი ევგენი კაზარცევი

დამწყებმა ჟურნალისტებმა და ფრილანსერებმა მოისმინეს, თუ როგორ ვითარდება მედიაბაზარი ბელარუსში მსოფლიო ტენდენციების ფონზე

Sputnik-საქართველოს ქართული რედაქციის მედიამენეჯერმა თამარ ხონელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საინტერესო თემებისა და გმირების მოძიება გამოსაქვეყნებლად

ახალგაზრდა ჟურნალისტები საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ და პასუხებს რედაქციის პრაქტიკაზე დაყრდნობით ღებულობდნენ

SputnikPro - ეს არის სხვადასხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა

პროექტის მონაწილეების მოწონება დაიმსახურა ევგენი კაზარცევის შემეცნებითმა გამოსვლამ

პასუხი კითხვაზე, თუ როგორი იქნება ჟურნალისტიკა 10 წლის შემდეგ, არავინ იცის

პროექტი SputnikPro 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მაღალი შეფასება მიიღო ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მედიაგაერთიანებებისგან

SputnikPro-ს პირველი მოდული საქართველოში ქართული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრას მოიაზრებდა, მეორე მოდულზე კი თავი მოიყარეს საქართველოს ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებმა

სამი წლის მუშაობის შედეგად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში Sputnik-ის გვერდებმა ლიდერული პოზიციები მოიპოვა ადგილობრივ მედიაში კონტენტის მიწოდების ახალი და ტექნოლოგიური ფორმატის საშუალებით

ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს სერტიფიკატები გადაეცათ