07:41 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
ფოტო

დეკანოზი მამალაძე და საზოგადოების აზრი: აქცია საპატრიარქოსთან

მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (27)
13610
  • საქართველოს საპატრიარქოსთან უკვე მესამე კვირაა დეკანოზი გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
  • დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ჰიპერტენზიული კრიზით საავადმყოფოში მოათავსეს
  • ექიმებმა მამალაძეს შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ჰიპერტენზიული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის აწევამ გამოიწვია, ასევე ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ანუ თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა
  • აქციაზე რეგულარულად მიდიან საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ფოტოზე - ტელეარხი რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას
  • მოკლული სკოლის მოწავლის მამა - ზაზა სარალიძე და ადვოკატი გიორგი ფანცულაია
  • თორნიკე მამალაძე, მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, რომელმაც დაიწყო აქციების გამართვა საპატრიარქოსთან
  • დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, როცა ის გერმანიაში გამგზავრებას აპირებდა. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში აღმოაჩინეს ნატრიუმის ციანიდი, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა
  • მამალაძის დაკავება საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მოვლენა იყო. ყოფილი დეკანოზის ადვოკატები, ასევე ქართული საზოგადოების ნაწილი გამოძიებას ნდობას არ უცხადებს
  • ადვოკატები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საზოგადოება სიმართლეს სასამართლოს მეშვეობით გაიგებდა, თუმცა პროკურატურის მოთხოვნით სასამართლო სხდომები დახურულად გამოცხადდა. ფოტოზე - პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი ნიკა მაჭუტაძე ჟურნალისტებთან საუბრისას
  • დახურული სასამართლო პროცესები პროკურატურამ იმით განმარტა, რომ საქმეში ჩანს ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაცია, რომელიც დეკანოზის პირადი ცხოვრების დეტალებს ასახავს. პროკურატურის აზრით, ამ ინფორმაციის გავრცელებას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ზიანის მიყენება შეეძლო
  • 2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 2018 წლის თებერვალში სასჯელი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოს უზენაესმა სასამართლამ უარი თქვა მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე, რითაც ძალაში დატოვა სხვა სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები. ფოტოზე - საქართველოს საპატრიარქო
© photo: Sputnik / Levan Avlabreli
საქართველოს საპატრიარქოსთან უკვე მესამე კვირაა დეკანოზი გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს აქცია და რომელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები მონაწილეობენ მიტინგში.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაშია ბრალდებული, გასულ კვირაში თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნათქვამია სპეციალური პენიტენციალური სამსახურის განცხადებაში.

ექიმებმა მამალაძეს დაუსვეს დიაგნოზი: ჰიპერტენზიული კრიზი, რომელიც არტერიული წნევის აწევამ გამოიწვია, ასევე ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ანუ თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა.

ამ დროისათვის საპატრიარქოსთან დეკანოზის მხარდამჭერი აქცია გრძელდება, რომელიც მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემ წამოიწყო. საქმეს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (27)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები