14:04 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
ფოტო

სად ათევენ ღამეებს მთებში ექსტრემალი ტურისტები

მოკლე ბმულის მიღება
1957 0 0
  • ლამაზი და ალპებისათვის უჩვეულო ადგილი – Drei Zinnen (სამკაპი) - საოცარი კლდეები, რომლებზეც ცოცავენ, ან მათ გარშემო სეირნობენ. პირველი მაღალმთიანი სასტუმრო აქ პირველი მსოფლიო ომის დროს განადგურდა. შემდეგ, 1922 წელს, ხელახლა აშენდა პატარა ქოხი, ხოლო 1935 წელს იტალიის ალპების ცენტრის ეგიდის ქვეშ ის გააფართოვეს და სრულყოფილად აქციეს კომფორტული დასვენებისათვის
  • ლუდვიგ მეორეს სამეფო სანადირო სახლი ბავარიის ალპებში არქიტექტორი გეორგ დოლმანის პროექტის მიხედვით აიგო. მეფე ლუდვიგ II-მ ააგო კარმიდამო, რომელსაც ნადირობის სეზონზე სტუმრობდა. ახლა აქ სამთო ტურიზმისა და სპორტის მოყვარულები მიდიან
  • მთის მწვერვალზე ასვლას უამინდობა მარტივად უშლის ხელს. მთაში ღამის გათენება უფრო კომფორტული და უსაფრთხოა ჭერქვეშ. ალპებში, როგორც წესი, მთის სასტუმროები კერძოა ან ალპინისტთა კავშირებს ეკუთვნით. ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სასტუმრო ალპებში არის მონტე-როზა, რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს
  • პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ კომფორტული ქოხები, სასტუმროები და საცხოვრებლებია იმ ადგილებში, სადაც სსრკ-ის დროს მოქმედებდა დიდი ბანაკები
  • ევროპის ყველაზე დიდ მთაზე - იალბუზზე სასტუმროები მრავლადაა. ესენია 3800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კასრები, 4050 მეტრზე თავშესაფარი 11, ხოლო ყველაზე მაღლა განთავსებულია სამაშველო კარავი (5416 მეტრი), რომელსაც თავს ისინი აფარებენ, ვისაც მთის მწვერვალზე უამინდობა დაატყდა თავს
  • ყველაზე მაღალი მთა სამხრეთ ამერიკაში აკონკაგუაა (6962 მეტრი). ის ძალიან პოპულარულია ტურისტებში, შესაბამისად სასტუმროებსა და ქოხებს აქ მრავლად შეხვდებით. ყველაზე მაღლა მდებარეობს დამოუკიდებლობა (Independencia) - ძველი დანგრეული ქოხი 6400 მეტრის სიმაღლეზე, რომელშიც გათენება მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში შეიძლება
  • ყველაზე ხშირად სურათებს ალპების მატერჰორნს უღებენ - ეს არის ქვის პირამიდა, რომელიც შვეიცარიასა და იტალიას შორისაა აღმართული. შესაძლოა რთული დასაჯერებელია, თუმცა ამ ქვის ფერდობებზეც არაერთ სასტუმროს წააწყდებით
ლამაზი და ალპებისათვის უჩვეულო ადგილი – Drei Zinnen (სამკაპი) - საოცარი კლდეები, რომლებზეც ცოცავენ, ან მათ გარშემო სეირნობენ. პირველი მაღალმთიანი სასტუმრო აქ პირველი მსოფლიო ომის დროს განადგურდა. შემდეგ, 1922 წელს, ხელახლა აშენდა პატარა ქოხი, ხოლო 1935 წელს იტალიის ალპების ცენტრის ეგიდის ქვეშ ის გააფართოვეს და სრულყოფილად აქციეს კომფორტული დასვენებისათვის

იალბუზი, მონბლანი და სხვა ლეგენდარული მწვერვალები ყოველ წელს ასობით მამაც მთამსვლელს იზიდავს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში სურათები, თუ სად ჩერდებიან ღამით მწვერვალების დაპყრობის მოყვარული ექსტრემალები.

ბევრი ფიქრობს, რომ ისეთი თავგადასავლები, როგორიცაა მწვერვალის დაპყრობა, ავტომატურად კარავში გათენებას და სხვადასხვა დისკომფორტს უკავშირდება, თუმცა სინამდვილეში ეს დიდი ხანია ასე აღარაა. ცნობილ მწვერვალებთან ახლოს ყველა მომავალი მოგზაურისა და ექსტრემალისთვის უკვე არსებობს მყუდრო თავშესაფარი.

თემაზე

რთულად მოპოვებული გამარჯვება: საქართველოს ნაკრებმა ლატვიის გუნდი დაამარცხა
აქცია ფეხბურთის მაგივრად: პროტესტი ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ
ლატვიის საფეხბურთო ნაკრები თბილისშია: წვრთნა „დინამო არენაზე“
საქართველო უეფას ერთა ლიგაში: პირველი გამარჯვება

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები