იალბუზი, მონბლანი და სხვა ლეგენდარული მწვერვალები ყოველ წელს ასობით მამაც მთამსვლელს იზიდავს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში სურათები, თუ სად ჩერდებიან ღამით მწვერვალების დაპყრობის მოყვარული ექსტრემალები.
ბევრი ფიქრობს, რომ ისეთი თავგადასავლები, როგორიცაა მწვერვალის დაპყრობა, ავტომატურად კარავში გათენებას და სხვადასხვა დისკომფორტს უკავშირდება, თუმცა სინამდვილეში ეს დიდი ხანია ასე აღარაა. ცნობილ მწვერვალებთან ახლოს ყველა მომავალი მოგზაურისა და ექსტრემალისთვის უკვე არსებობს მყუდრო თავშესაფარი.
CC BY 2.0 / Christopher Czermak / Tre Cime (Drei Zinnen) Mountain Peaks in Italian Dolomitesლამაზი და ალპებისათვის უჩვეულო ადგილი – Drei Zinnen (სამკაპი) - საოცარი კლდეები, რომლებზეც ცოცავენ, ან მათ გარშემო სეირნობენ. პირველი მაღალმთიანი სასტუმრო აქ პირველი მსოფლიო ომის დროს განადგურდა. შემდეგ, 1922 წელს, ხელახლა აშენდა პატარა ქოხი, ხოლო 1935 წელს იტალიის ალპების ცენტრის ეგიდის ქვეშ ის გააფართოვეს და სრულყოფილად აქციეს კომფორტული დასვენებისათვის
ლამაზი და ალპებისათვის უჩვეულო ადგილი – Drei Zinnen (სამკაპი) - საოცარი კლდეები, რომლებზეც ცოცავენ, ან მათ გარშემო სეირნობენ. პირველი მაღალმთიანი სასტუმრო აქ პირველი მსოფლიო ომის დროს განადგურდა. შემდეგ, 1922 წელს, ხელახლა აშენდა პატარა ქოხი, ხოლო 1935 წელს იტალიის ალპების ცენტრის ეგიდის ქვეშ ის გააფართოვეს და სრულყოფილად აქციეს კომფორტული დასვენებისათვის
CC BY 2.0 / Jan Remund / Monte Rosa Hütte, VS, Switzerlandმთის მწვერვალზე ასვლას უამინდობა მარტივად უშლის ხელს. მთაში ღამის გათენება უფრო კომფორტული და უსაფრთხოა ჭერქვეშ. ალპებში, როგორც წესი, მთის სასტუმროები კერძოა ან ალპინისტთა კავშირებს ეკუთვნით. ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სასტუმრო ალპებში არის "მონტე-როზა", რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს
მთის მწვერვალზე ასვლას უამინდობა მარტივად უშლის ხელს. მთაში ღამის გათენება უფრო კომფორტული და უსაფრთხოა ჭერქვეშ. ალპებში, როგორც წესი, მთის სასტუმროები კერძოა ან ალპინისტთა კავშირებს ეკუთვნით. ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სასტუმრო ალპებში არის "მონტე-როზა", რომელიც შვეიცარიაში მდებარეობს
© photo: Sputnik / Alexander Pogotov / გადასვლა მედიაბანკშიპოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ კომფორტული ქოხები, სასტუმროები და საცხოვრებლებია იმ ადგილებში, სადაც სსრკ-ის დროს მოქმედებდა დიდი ბანაკები
პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ კომფორტული ქოხები, სასტუმროები და საცხოვრებლებია იმ ადგილებში, სადაც სსრკ-ის დროს მოქმედებდა დიდი ბანაკები
© photo: Sputnik / Roman Kruchinin / გადასვლა მედიაბანკშიევროპის ყველაზე დიდ მთაზე - იალბუზზე სასტუმროები მრავლადაა. ესენია 3800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე "კასრები", 4050 მეტრზე "თავშესაფარი 11", ხოლო ყველაზე მაღლა განთავსებულია სამაშველო კარავი (5416 მეტრი), რომელსაც თავს ისინი აფარებენ, ვისაც მთის მწვერვალზე უამინდობა დაატყდა თავს
ევროპის ყველაზე დიდ მთაზე - იალბუზზე სასტუმროები მრავლადაა. ესენია 3800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე "კასრები", 4050 მეტრზე "თავშესაფარი 11", ხოლო ყველაზე მაღლა განთავსებულია სამაშველო კარავი (5416 მეტრი), რომელსაც თავს ისინი აფარებენ, ვისაც მთის მწვერვალზე უამინდობა დაატყდა თავს
CC BY 2.0 / Dion Hinchcliffe / Aconcagua Day 3: I wake up to a very dramatic Himalayan cloud sceneყველაზე მაღალი მთა სამხრეთ ამერიკაში აკონკაგუაა (6962 მეტრი). ის ძალიან პოპულარულია ტურისტებში, შესაბამისად სასტუმროებსა და ქოხებს აქ მრავლად შეხვდებით. ყველაზე მაღლა მდებარეობს "დამოუკიდებლობა" (Independencia) - ძველი დანგრეული ქოხი 6400 მეტრის სიმაღლეზე, რომელშიც გათენება მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში შეიძლება
6/7
ყველაზე მაღალი მთა სამხრეთ ამერიკაში აკონკაგუაა (6962 მეტრი). ის ძალიან პოპულარულია ტურისტებში, შესაბამისად სასტუმროებსა და ქოხებს აქ მრავლად შეხვდებით. ყველაზე მაღლა მდებარეობს "დამოუკიდებლობა" (Independencia) - ძველი დანგრეული ქოხი 6400 მეტრის სიმაღლეზე, რომელშიც გათენება მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში შეიძლება
CC BY-SA 2.5 / Andrew Bossi / Zermatt - Matterhornყველაზე ხშირად სურათებს ალპების მატერჰორნს უღებენ - ეს არის ქვის პირამიდა, რომელიც შვეიცარიასა და იტალიას შორისაა აღმართული. შესაძლოა რთული დასაჯერებელია, თუმცა ამ ქვის ფერდობებზეც არაერთ სასტუმროს წააწყდებით
ყველაზე ხშირად სურათებს ალპების მატერჰორნს უღებენ - ეს არის ქვის პირამიდა, რომელიც შვეიცარიასა და იტალიას შორისაა აღმართული. შესაძლოა რთული დასაჯერებელია, თუმცა ამ ქვის ფერდობებზეც არაერთ სასტუმროს წააწყდებით