10:27 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
ფოტო

როგორ დაიცვა სპეცრაზმმა მომიტინგეები

მოკლე ბმულის მიღება
13210
  • ერთ-ერთი კონტრაქცია რუსთაველზე, რომელიც პოლიციის კორდონმა შეაჩერა
  • სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუდმივად მორიგეობდა საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე
  • ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული რუსთაველის გამზირზე, რათა არ დაეშვათ არეულობა და პროვოკაციები
  • კონტრაქციის მონაწილეთა შესაჩერებლად პოლიციამ მოვლენათა ეპიცენტრში დამატებითი ძალები გადაისროლა და რუსთაველის გამზირი ავტობუსებით გადაკეტა
  • ავტობუსების უკან იდგა სპეცრაზმი
  • პარლამენტის შენობის მახლობლად მობილიზებული იყო სპეცტექნიკაც
  • წყლის ჭავლის მანქანები მზად იყო, თუმცა მათი გამოყენება საჭირო არ გამხდარა
  • პოლიციამ რუსთაველის გამზირი მთლიანად დაიკავა - ისინი მომიტინგეებზე მეტნი იყვნენ
  • მიტინგის მონაწილეები, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ გარეთ, პოლიციამ ალყაში მოაქცია, რათა დაეცვათ კონტრაქციის მონაწილეების შესაძლო პროვოკაციებისგან
  • ყველაზე მეტი გარჯა რამდენიმე აქციის გამართვის გამო სპეცრაზმს მოუწია - მათ სწორედ იქით გზავნიდნენ, სადაც უფრო დაძაბული სიტუაცია იყო
  • პოლიციამ პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ყველა პატარა ქუჩა გადაკეტა
  • სპეცრაზმი ამოცანას კარგად გაუმკლავდა - პოლიციის კორდონის გარღვევის სერიოზული მცდელობა არ ყოფილა
  • რამდენიმე ქუჩაზე კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა ცადეს, თუმცა პოლიციამ ამ გზების დაბლოკვა მოასწრო
  • კონტრაქციის მონაწილეებმა სპეცრაზმთან სერიოზულ შეტაკებას თავი აარიდეს
  • პარლამენტის შენობის ზემოთ მდებარე ქუჩებზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა  მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ  თეთრი ხმაურის მონაწილეები ავტობუსებით სწორედ იქიდან წაიყვანეს
  • აქციის მონაწილეები პოლიციამ ავტობუსებით გაიყვანა პარლამენტის ტერიტორიიდან, რათა კონტრაქციის მონაწილეებთან შეტაკება არ მომხდარიყო
  • პარლამენტთან გამართული აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილებას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაღწია, რომელმაც მომიტინგეების წინაშე სიტყვით გამოვიდა
  • აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შეიყვანეს, ავტობუსებში ჩასვეს და უსაფრთხოდ გაიყვანეს პარლამენტის ტერიტორიიდან
  • მომიტინგეების გაყვანის შემდეგ პარლამენტის წინ ტერიტორია დაცარიელდა
  • თითქოს ყველაფერი დასრულდა და რუსთაველზეც მშვიდობა დაისადგურებდა, თუმცა ასე არ მომხდარა
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ქართული მარშის მომხრეები შეიკრიბნენ და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებდნენ
  • სპეცრაზმი კვლავ გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე
  • კონტრაქციის მონაწილეები დიდხანს ტოვებდნენ ტერიტორიას, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ხმაურის მიტინგი დიდი ხნის დასრულებული იყო
  • სიტუაცია დაიძაბა და პოლიციელებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლებიც კი ესროლეს
  • თუმცა პოლიციამ ამ შემთხვევაშიც მოახერხა მომიტნგეთა დაშოშმინება და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თავი აარიდა
© Sputnik / Alexander Imedashvili
ერთ-ერთი კონტრაქცია რუსთაველზე, რომელიც პოლიციის კორდონმა შეაჩერა

გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე გამართულმა საპროტესტო აქციებმა თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ იცავდა პოლიცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მონაწილეებს რადიკალური ჯგუფისგან.

თემაზე

მშფოთვარე ღამე თბილისში: ნარკორეალიზატორთა დაკავება და ახალგაზრდების პროტესტი
რაბათის ციხე
მინიზოოპარკი თბილისში, სადაც ცხოველებთან თამაში შეიძლება
თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები