გასულ კვირას რუსთაველის გამზირზე გამართულმა საპროტესტო აქციებმა თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ იცავდა პოლიცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მონაწილეებს რადიკალური ჯგუფისგან.

ერთ-ერთი კონტრაქცია რუსთაველზე, რომელიც პოლიციის კორდონმა შეაჩერა

2/25
სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუდმივად მორიგეობდა საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე

ასობით პოლიციელი იყო მობილიზებული რუსთაველის გამზირზე, რათა არ დაეშვათ არეულობა და პროვოკაციები

კონტრაქციის მონაწილეთა შესაჩერებლად პოლიციამ მოვლენათა ეპიცენტრში დამატებითი ძალები გადაისროლა და რუსთაველის გამზირი ავტობუსებით გადაკეტა

ავტობუსების უკან იდგა სპეცრაზმი

პარლამენტის შენობის მახლობლად მობილიზებული იყო სპეცტექნიკაც

წყლის ჭავლის მანქანები მზად იყო, თუმცა მათი გამოყენება საჭირო არ გამხდარა

პოლიციამ რუსთაველის გამზირი მთლიანად დაიკავა - ისინი მომიტინგეებზე მეტნი იყვნენ

მიტინგის მონაწილეები, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვიდნენ გარეთ, პოლიციამ ალყაში მოაქცია, რათა დაეცვათ კონტრაქციის მონაწილეების შესაძლო პროვოკაციებისგან

ყველაზე მეტი გარჯა რამდენიმე აქციის გამართვის გამო სპეცრაზმს მოუწია - მათ სწორედ იქით გზავნიდნენ, სადაც უფრო დაძაბული სიტუაცია იყო

პოლიციამ პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ყველა პატარა ქუჩა გადაკეტა

სპეცრაზმი ამოცანას კარგად გაუმკლავდა - პოლიციის კორდონის გარღვევის სერიოზული მცდელობა არ ყოფილა

რამდენიმე ქუჩაზე კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა ცადეს, თუმცა პოლიციამ ამ გზების დაბლოკვა მოასწრო

კონტრაქციის მონაწილეებმა სპეცრაზმთან სერიოზულ შეტაკებას თავი აარიდეს

პარლამენტის შენობის ზემოთ მდებარე ქუჩებზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ "თეთრი ხმაურის" მონაწილეები ავტობუსებით სწორედ იქიდან წაიყვანეს

აქციის მონაწილეები პოლიციამ ავტობუსებით გაიყვანა პარლამენტის ტერიტორიიდან, რათა კონტრაქციის მონაწილეებთან შეტაკება არ მომხდარიყო

პარლამენტთან გამართული აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილებას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაღწია, რომელმაც მომიტინგეების წინაშე სიტყვით გამოვიდა

აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შეიყვანეს, ავტობუსებში ჩასვეს და უსაფრთხოდ გაიყვანეს პარლამენტის ტერიტორიიდან

მომიტინგეების გაყვანის შემდეგ პარლამენტის წინ ტერიტორია დაცარიელდა

თითქოს ყველაფერი დასრულდა და რუსთაველზეც მშვიდობა დაისადგურებდა, თუმცა ასე არ მომხდარა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან "ქართული მარშის" მომხრეები შეიკრიბნენ და ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებდნენ

სპეცრაზმი კვლავ გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე

კონტრაქციის მონაწილეები დიდხანს ტოვებდნენ ტერიტორიას, მიუხედავად იმისა, რომ "თეთრი ხმაურის" მიტინგი დიდი ხნის დასრულებული იყო

სიტუაცია დაიძაბა და პოლიციელებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლებიც კი ესროლეს

თუმცა პოლიციამ ამ შემთხვევაშიც მოახერხა მომიტნგეთა დაშოშმინება და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თავი აარიდა