"ბავშვთა სამყაროს" ბოლო დღეები

გამოწერა

თბილისში დამწვარი სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყაროს" დემონტაჟი დაიწყო, რათა მის ადგილზე ახალი შენობა აშენდეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ რა დარჩა სავაჭრო ცენტრისგან, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.

ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარი 30 იანვარს, ღამით გაჩნდა. აქ ფუნქციონირებდა ათობით მაღაზია — შენობაში იყიდებოდა საბავშვო ნივთები, ავეჯი, ტანსაცმელი, ოქრო და ძვირფასეულობა. "ბავშვთა სამყაროში" ასევე განთავსებული იყო "ოქროს ბირჟა" — სავაჭრო ცენტრი "ოქროს სამყარო".

ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა. დაზიანდა 13 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია. მოვაჭრეები და მაღაზიების მფლობელები რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს თბილისში და მთავრობისგან ითხოვდნენ ხანძრის გაჩენაში დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე დაზარალებულებისთვის შესაბამის კომპენსაციას.

© Sputnik / Alexander Imedashviliშენობის ბნელი ჩონჩხი მეტყველებს იმაზე, თუ რა ემართება შენობას ძლიერი ხანძრისგან
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
1/12
შენობის ბნელი ჩონჩხი მეტყველებს იმაზე, თუ რა ემართება შენობას ძლიერი ხანძრისგან
© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარმა თითქმის მთლიანი შენობა გაანადგურა
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
2/12
ხანძარმა თითქმის მთლიანი შენობა გაანადგურა
© Sputnik / Alexander Imedashviliსავაჭრო ცენტრში რამდეინმე სართულზე განლაგებული იყო ათობით მაღაზია და სავაჭრო ობიექტი - აქ ვაჭრობდნენ საბავშვო ნივთებით, საოჯახო და საოფისე ავეჯით, ტანსაცმელით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ოქროთი და ძვირფასეულობით
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
3/12
სავაჭრო ცენტრში რამდეინმე სართულზე განლაგებული იყო ათობით მაღაზია და სავაჭრო ობიექტი - აქ ვაჭრობდნენ საბავშვო ნივთებით, საოჯახო და საოფისე ავეჯით, ტანსაცმელით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ოქროთი და ძვირფასეულობით
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისელებისათვის პოპულარულ ადგილზე, სადაც ხალხი სხვადასხვა ნივთების საყიდლად დადიოდა, უკაცრიელად არ დარჩენილა. დამწვარი სავაჭრო ცენტრის გარშემო სხვადასხვა სავაჭრო წერტილები მოქმედებს
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
4/12
თბილისელებისათვის პოპულარულ ადგილზე, სადაც ხალხი სხვადასხვა ნივთების საყიდლად დადიოდა, უკაცრიელად არ დარჩენილა. დამწვარი სავაჭრო ცენტრის გარშემო სხვადასხვა სავაჭრო წერტილები მოქმედებს
© Sputnik / Alexander Imedashviliდამწვარი "ბავშვთა სამყაროს" ფასადზე ჯერ კიდევ გამოკრულია ახალი შენობის რეკლამა. ხალხის ნაწილისათვის ეს დამაბნეველი აღმოჩნდა - ისინი ფიქრობენ, რომ ეს შენობა დამწვარი სავაჭრო ცენტრის ადგილზე აშენდება. თუმცა ეს ქალაქის სხვა უბანში მშენებარე საცხოვრებელი სახლის რეკლამაა
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
5/12
დამწვარი "ბავშვთა სამყაროს" ფასადზე ჯერ კიდევ გამოკრულია ახალი შენობის რეკლამა. ხალხის ნაწილისათვის ეს დამაბნეველი აღმოჩნდა - ისინი ფიქრობენ, რომ ეს შენობა დამწვარი სავაჭრო ცენტრის ადგილზე აშენდება. თუმცა ეს ქალაქის სხვა უბანში მშენებარე საცხოვრებელი სახლის რეკლამაა
© Sputnik / Alexander Imedashviliშენობის დემონტაჟი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ამ დროისათვის "ბავშვთა სამყაროს" ნახევარი დანგრეულია
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
6/12
შენობის დემონტაჟი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს - ამ დროისათვის "ბავშვთა სამყაროს" ნახევარი დანგრეულია
© Sputnik / Alexander Imedashviliალბათ სულ მალე დამწვარი შენობა ისტორიას ჩაბარდება
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
7/12
ალბათ სულ მალე დამწვარი შენობა ისტორიას ჩაბარდება
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისელები აქტიურად განიხილავენ, თუ როგორი სავაჭრო ცენტრი აშენდება "ბავშვთა სამყაროს" ადგილზე
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
8/12
თბილისელები აქტიურად განიხილავენ, თუ როგორი სავაჭრო ცენტრი აშენდება "ბავშვთა სამყაროს" ადგილზე
© Sputnik / Alexander Imedashviliეს ადგილი საკმაოდ მომგებიანი და პოპულარულია ვაჭრობის თვალსაზრისით, ამიტომ დაგეგმილი შენობის დანიშნულება ყველასთვის გასაგებია
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
9/12
ეს ადგილი საკმაოდ მომგებიანი და პოპულარულია ვაჭრობის თვალსაზრისით, ამიტომ დაგეგმილი შენობის დანიშნულება ყველასთვის გასაგებია
© Sputnik / Alexander Imedashviliჯერ კიდევ შესაძლებელია ნახვა, თუ რა დაემართა "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
10/12
ჯერ კიდევ შესაძლებელია ნახვა, თუ რა დაემართა "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად
© Sputnik / Alexander Imedashviliთუმცა ეს დასასრული არაა - გარემოვაჭრეების ქოლგები გაზაფხულის პირველ ყვავილებს მოგვაგონებს
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
11/12
თუმცა ეს დასასრული არაა - გარემოვაჭრეების ქოლგები გაზაფხულის პირველ ყვავილებს მოგვაგონებს
© Sputnik / Alexander Imedashviliდამწვარი შენობის გარშემო ღობეს ზოგიერთი პირადი მიზნებისთვისაც იყენებს და სარეკლამო განცხადებებს აკრავს - ეს მომგებიანია, რადგან უფასო და ეფექტურია, აქ ხომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დადის
დამწვარი ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
12/12
დამწვარი შენობის გარშემო ღობეს ზოგიერთი პირადი მიზნებისთვისაც იყენებს და სარეკლამო განცხადებებს აკრავს - ეს მომგებიანია, რადგან უფასო და ეფექტურია, აქ ხომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დადის
ყველა ახალი ამბავი
0