თბილისში დამწვარი სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყაროს" დემონტაჟი დაიწყო, რათა მის ადგილზე ახალი შენობა აშენდეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ რა დარჩა სავაჭრო ცენტრისგან, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.
ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში ხანძარი 30 იანვარს, ღამით გაჩნდა. აქ ფუნქციონირებდა ათობით მაღაზია — შენობაში იყიდებოდა საბავშვო ნივთები, ავეჯი, ტანსაცმელი, ოქრო და ძვირფასეულობა. "ბავშვთა სამყაროში" ასევე განთავსებული იყო "ოქროს ბირჟა" — სავაჭრო ცენტრი "ოქროს სამყარო".
ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა. დაზიანდა 13 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია. მოვაჭრეები და მაღაზიების მფლობელები რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ საპროტესტო აქციებს თბილისში და მთავრობისგან ითხოვდნენ ხანძრის გაჩენაში დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე დაზარალებულებისთვის შესაბამის კომპენსაციას.