https://sputnik-georgia.com/20210803/qarTuli-kompaniebis-fasiani-qaRaldebi-londonis-birJaze-252489052.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T09:41+0400
2021-08-03T09:41+0400
2021-10-19T18:02+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575400_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_52b25c9fea016b476b646e91258227f8.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა და 102,14 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,27%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,59% მოგებით 106,55 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,28 პუნქტის ფასით, 5,17% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,17%-ით.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა 101,34 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,78%-ს.აქციებით ვაჭრობაფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 2,74%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,0 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 152 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,22–15,2 ფუნტის დიაპაზონში. კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,16%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,29 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 71 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,18–6,43 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,02%-ით გაიზარდა 12,14 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 67 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,74–12,18 ფუნტის დიაპაზონში.
https://sputnik-georgia.com/20210722/saqarTvelos-parlamentma-axali-saxelmwifo-biujeti-daamtkica-vin-miiRebs-met-Tanxas-252394195.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251575400_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_771c77b02375aa8d34c586f7b73e7041.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
09:41 03.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა და 102,14 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,27%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია
Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,59% მოგებით 106,55 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,28 პუნქტის ფასით, 5,17% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,17%-ით.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა 101,34 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,78%-ს.
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 2,74%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,0 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 152 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,22–15,2 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,16%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,29 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 71 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,18–6,43 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,02%-ით გაიზარდა 12,14 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 67 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,74–12,18 ფუნტის დიაპაზონში.