ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP / HENRY NICHOLLSლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა და 102,14 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,27%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,05%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,59% მოგებით 106,55 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,28 პუნქტის ფასით, 5,17% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,17%-ით.
სხდომათა დარბაზი პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საქართველოს პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა: ვინ მიიღებს მეტ თანხას
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,1%-ით შემცირდა 101,34 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,78%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 2,74%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,0 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 152 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,22–15,2 ფუნტის დიაპაზონში. 
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 0,16%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,29 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 71 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,18–6,43 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,02%-ით გაიზარდა 12,14 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 67 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,74–12,18 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური