14:34 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
118 0 0

ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად 2.190 განაცხადია რეგისტრირებული

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. გადასახადის გადამხდელს, რომელსაც მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად 2.190 განაცხადია რეგისტრირებული.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შეთანხმების გაფორმების მიზნით და შეთანხმებაში მითითებული თანხა ბიუჯეტში 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადარიცხოს.

ამასთან, სანქციები მცირდება ძირითადი თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა,  როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.

მთავარი თემები