https://sputnik-georgia.com/20210722/sagadasaxado-amnistia-saqarTveloSi-vis-epatieba-davalianeba-252394437.html
საგადასახადო ამნისტია საქართველოში: ვის ეპატიება დავალიანება
საგადასახადო ამნისტია საქართველოში: ვის ეპატიება დავალიანება
Sputnik საქართველო
ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად 2.190 განაცხადია რეგისტრირებული 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T21:21+0400
2021-07-22T21:21+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24778/90/247789020_0:114:1921:1194_1920x0_80_0_0_4a0c3d0ea546533e5db0cb2060320f00.jpg
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. გადასახადის გადამხდელს, რომელსაც მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად 2.190 განაცხადია რეგისტრირებული.აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შეთანხმების გაფორმების მიზნით და შეთანხმებაში მითითებული თანხა ბიუჯეტში 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადარიცხოს.ამასთან, სანქციები მცირდება ძირითადი თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.
https://sputnik-georgia.com/20210221/saqarTveloSi-moqmedi-sagadasaxado-SeRavaTebi-gadaixedeba-250953115.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24778/90/247789020_88:0:1831:1307_1920x0_80_0_0_1c2339dfd4c3858161773017f161b62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
საგადასახადო ამნისტია საქართველოში: ვის ეპატიება დავალიანება
21:21 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად 2.190 განაცხადია რეგისტრირებული
თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. გადასახადის გადამხდელს, რომელსაც მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად შემოსავლების სამსახურში, საგადასახადო შეთანხმების გასაფორმებლად 2.190 განაცხადია რეგისტრირებული.
აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს შეთანხმების გაფორმების მიზნით და შეთანხმებაში მითითებული თანხა ბიუჯეტში 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადარიცხოს.
ამასთან, სანქციები მცირდება ძირითადი თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.