09:50 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (241)
36 0 0

ქართული მოცვის ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უკრაინა, გერმანია, ბულგარეთი და სხვა ქვეყნები.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 916 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 42%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან გავიდა 269 ტონით მეტი მოცვი და ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 1,7 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (842 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (26,4), უკრაინაში (21,1), გერმანიაში (10,9), ბულგარეთში (4,6), სომხეთში (4,0), კატარში (2,9), მალაიზიაში (1,1), მოლდოვაში (0,9), სიანგანში (0,8), ბაჰრეინსა (0,8) და ლიბანში (0,3).

ბოლო პერიოდში მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

2020 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტის მოცულობამ 3 მლნ დოლარს გადააჭარბა.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (241)

მთავარი თემები