14:43 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

ეკონომიკური ზრდა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია, განაცხადა დეპუტატმა.

თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 23 ივლისის რიგგარეშე სესიაზე, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

კანონპროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ დღეს საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეკონომიკური ზრდა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტს განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარუდგინა.

2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლილი პროგნოზი

მაჩვენებელი ძველი ვარიანტი ახალი ვარიანტი
ეკონომიკური ზრდა, % 4,3 7,7
დეფლატორი, % 3,8 7,5
მშპ-ს მოცულობა, მლრდ ლარი 53,4 57,2
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი 12,3 12,9
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-თან შეფარდებით 7,7 6,9
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, % მშპ-თან შეფარდებით 21,5 20,5

„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

მან აღნიშნა, რომ მაისში ზრდამ 25,5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ერთობლივმა ზრდამ - 11,5%.

„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს 7,7%-ს მიაღწევს. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6%-დან 6,9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი ბევრად ნაკლები იქნება და ჩემი სურვილია ეს 6,5%-მდე ჩამოვიდეს. სამთავრობო ვალი მცირდება 54,6%-მდე 5,4%-ით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.175  მილიარდი ლარით, გადასახდელები იზრდება 1.114 მლრდ ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს.

 

მთავარი თემები