10:37 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში ძირითადად გაიზარდა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,07%-ით შემცირდა და 102,17 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,27%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.

კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა

საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,2%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,64% მოგებით 106,62 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 101,9 პუნქტის ფასით, 5,34% მოგებით, ფასი ერთ კვირაში გაიზარდა 0,23%-ით.

„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,24%-ით გაიზარდა 101,44 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,76%-ს.

 

აქციებით ვაჭრობა

ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 0,83%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 14,52 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 160 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,72-14,62 ფუნტის დიაპაზონში. 

კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 2,58%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,8 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 207 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,65-7,2 ფუნტის დიაპაზონში.

TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,74%-ით შემცირდა 11,36 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 106 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,22-12,12 ფუნტის დიაპაზონში.

 

მთავარი თემები