07:35 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
53 0 0

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარების ფარგლებში საქართველო მიიღებს 3,9 მილიარდ ევროს -  1,715 მილიარდს გრანტის სახით, დანარჩენს კი -კრედიტების სახით.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი 17 მილიარდი ევროდან საქართველო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 3,9 მილიარდ ევროს მიიღებს, განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ მზად ვართ, 17 მილიარდ ევროს მობილიზაცია მოვახდინოთ ამ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის. 2,3 მილიარდი ევრო იქნება გრანტის სახით და დანარჩენი იქნება პროექტებისა და ინვესტიციების სახით, რომლებსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან. ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევროდან 1,715 მილიარდი - გრანტია, დანარჩენი კი - კრედიტებია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ ცნობილი 2 ივლისს გახდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული დახმარების პროგრამები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს - 500 ათასი მცირე და საშუალო საწარმოების დამატებითი მხარდაჭერა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 3 ათასი კილომეტრი პრიორიტეტული საავტომობილო გზების და რკინიგზების მშენებლობა-მოდერნიზაცია, ბრძოლა ჰიბრიდულ და კიბერსაფრთხეებთან, ბრძოლა კორუფციასთან, ენერგიის მოხმარების შემცირება და ა.შ.

 

მთავარი თემები