06:41 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
56 0 0

დახმარების პროგრამის ფარგლებში პროექტები განხორციელდება ენერგეტიკის, კერძო სექტორის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების სფეროში.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს 483 მილიონი ევრო გამოუყო, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთლიანი თანხიდან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას

„ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანმშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში სხვადასხვა პროექტები და პროგრამები განხორციელდება, მათ შორის ენერგეტიკის, კერძო სექტორის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების სფეროში.

საქართველო გამოყოფილ თანხებს სამი წლის განმავლობაში მიიღებს. ძირითადი ნაწილი კრედიტის სახით ჩაირიცხება.

 

მთავარი თემები