17:46 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

Georgian Manganese-სა და სოფლის მოსახლეობასთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები გაიმართა. მიღწეულია გარკვეული შეთანხმება, რომელიც იურიდიულ დოკუმენტში აისახა.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა, ნათქვამია კომპანია Georgian Manganese-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივი მოსახლეობა სამთო-მომპოვებელ კომპანია Georgian Manganese-ს გარემოს დაბინძურებაში, ეკოლოგიის დაზარალებასა და მათი ჯანმრთელობის დაზიანებაში ადანაშაულებს. სოფლის მცხოვრებლები, რომელთა სახლებიც კომპანიის საქმიანობის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

კომპანიის განცხადებით, მოსახლეობამ შეძლო კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა და კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან, მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენეტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს, აღნიშნულია Georgian Manganese-ის განცხადებაში. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის კომპანიის სპეციალური მმართველისა და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები.

კომპანიამ კომპენსაციების გაცემა 2020 წელს დაიწო და უკვე გადაიხადა 1,7 მლნ ლარზე მეტი, თუმცა შუქრუთელების ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ თანხაზე თანახმა არ იყო.

რამდენიმე უკმაყოფილო მცხოვრებმა შიმშილობა გამოაცხადა და პირი ამოიკერა. ჭიათურაში დაწყებული პროტესტის შემდეგ, 30 მაისს ისინი თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ის საელჩოსთან განაგრძეს პროტესტი.

Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი.

მთავარი თემები