19:21 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1058)
27 0 0

მთავრობის ოპტიმისტური სცენარით, შესაძლოა 2021 წელს საქართველოში მშპ-ის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდეს, რაც ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი იქნება.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, ოპტიმისტური სცენარით, შეიძლება 10 პროცენტზე მეტიც იყოს, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: ლარის შემდგომი გამყარებისთვის რესურსი არსებობს>>

პრემიერის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველსა და ეკონომიკის სწრაფად აღდგენის იმედს მთავრობას ის პოზიტიური სიგნალები და განწყობები აძლევს, რომლებიც ბიზნესისგან მომდინარეობს. 

„45 პროცენტი იყო ეკონომიკის ზრდა აპრილის თვეში და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. ასევე მაისში ველოდებით ძალიან მაღალ შედეგს, შესაბამისად, წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7 პროცენტზე მეტი იქნება. ეს არის პესიმისტური სცენარით დათვლილი პროგნოზი, ოპტიმისტურით კი შეიძლება 10 პროცენტზე მეტიც იყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

რაც შეეხება საგრძნობლად გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ლარი არის გამყარებული და ექსპერტები მის კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3-დან 6,5%-მდე განაახლა, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 1 ივნისს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქართული ეკონომიკის ზრდის სამი სცენარი განიხილება: ბაზისური – 6%, ოპტიმისტური – 10,2% და პესიმისტური – 4.3%. ახლანდელი პროგნოზით, მშპ-ის ზრდა მაღალი იქნება და 2022 წელს 6.9%-ს შეადგენს.

მინისტრის თქმით, ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%-ის დონეზე. ის ასევე ითვალისწინებს ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებში. ამის წინაპირობად მინისტრმა აპრილში მშპ-ის 45%-ით ზრდა დაასახელა, რაც ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე გავრცელდა.

რა ელის ლარს? საქართველოს ფინანსთა მინისტრის პროგნოზი>>

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში მშპ-ის ზრდამ 44.8% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა წლის დასაწყისიდან (ოთხ თვეში) 8.1% შეადგინა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1058)

მთავარი თემები