19:18 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

ლარის გამყარებამ და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ უნდა გამოიწვიოს ლარისადმი ნდობის თანდათანობითი აღდგენა, მიიჩნევენ ბიზნესმენები.

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. მიუხედავად ლარის დოლარის მიმართ გამყარებისა, ეროვნული ვალუტა კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და მისი შემდგომი გამყარების რესურსი კიდევ არსებობს, მიაჩნიათ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში (BAG).

წლის დასაწყისიდან ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ ლარის კურსმა დოლარის მიმართ მაისში გამყარება დაიწყო და დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 10,8%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 5 ივნისს 3,0791 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

BAG-ში მიესალმებიან ეროვნული ვალუტის გამყარებას, რომელიც ბოლო დროს შეინიშნება.

„როგორც ჩვენ ეს არაერთხელ აღგვინიშნავს, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ლარის კურსი არის ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი და მისი გამყარება მყისიერად იწვევს ბიზნესისა და მოსახლეობის განწყობებისა და მოლოდინების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ზრდის ინტერესს ბიზნეს აქტივობის კუთხით, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან და სხვა“, - მიაჩნიათ ასოციაციაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლარის გამყარების პროცესი ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შემდგომ გაუმჯობესებას, მათ შორის შეაკავებს მზარდ ინფლაციას, რაც ბოლო წლებში საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა. გარდა ამისა, ლარის გამყარებამ და გაცვლითი კურსის სტაბილურობამ უნდა გამოიწვიოს ლარისადმი ნდობის თანდათანობითი აღდგენა.

„ეს შექმნის ძლიერ მუხტს ბიზნესსა და ეკონომიკაში და უფრო ეფექტიანს გახდის ფისკალურ, მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკას“, - დარწმუნებული არიან ასოციაციაში.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3–დან 6,5%–მდე განაახლა. მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტრო ქართული ეკონომიკის ზრდის სამ სცენარს განიხილავს. ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%–ის დონეზე. ის ასევე ითვალისწინებს დინამიურ ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებში.

რატომ გამყარდა ლარი - პარლამენტის დეპუტატის ხედვა >>

COVID-19-მდე ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში 10%-მდე შეადგენდა. ამიტომ მის აღდგენას ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია.

კორონავირუსის პანდემიამ ადგილობრივ ბიზნესს მძიმე დარტყმა მიაყენა. ეკონომიკა ჯერ კიდევ იმკის პანდემიის მძიმე შედეგებს, რომელიც ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის ვარდნის ტემპები კორონავირუსის მეორე ტალღის დროს დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ-ის 6,2%-ით შემცირება გამოიწვია.

მთავარი თემები