18:57 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა მაისში დაიწყო - „ბორჯომის“ ქარხნის მუშების გაფიცვის პარალელურად.

თბილისი, 3 ივნისი  – Sputnik. სადისტრიბუციო კომპანია შპს „ენგადის“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება მიღწეულია. კომპანია „ენგადი“ Margebeli Holding-ის შემადგენლობაში შედის.

კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა მაისში დაიწყო - „ბორჯომის“ ქარხნის მუშების გაფიცვის პარალელურად. გაფიცულები ხელფასების გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

თავიდან უკმაყოფილება გამოთქვეს მძღოლებმა და დისტრიბუტორებმა, შემდეგ გაფიცვას შეუერთდნენ ჩოხატაურში მდებარე ქარხნის მუშებიც.

ქარხნის თანამშრომლებმა გაფიცვა 25 მაისს შეწყვიტეს. კომპანიის მონაცემებით, სულ გაფიცული იყო 70 ადამიანი.

კომპანიის ინფორმაციით, დისტრიბუციის პროცესი სრულად აღდგა.

„დღეიდან კი, ოჯახურ გარემოში ჩატარებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დისტრიბუცია ქვეყნის მასშტაბით 100%-ით აღდგება. გვინდა მადლობა მოვახსენოთ ჩვენს თანამშრომლებს ნდობისათვის და ასევე, ჩვენს მომხმარებლებსა და საზოგადოებას მოთმინებისა და ერთგულებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მოლაპარაკებების შედეგად დისტრიბუტორების ხელფასი 900 ლარამდე გაიზარდა, ბონუსების სისტემა ჯერჯერობით არ შეცვლილა, მაგრამ მისი გადახედვა უახლოეს ვადებში იგეგმება.

ქართული კომპანია „მარგებელი ჰოლდინგი“ 1997 წელს დაარსდა. ჰოლდინგში გაერთიანებულია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, კომპანია „ენგადი“ და საწარმო „მარნეული აგრო“.

2017 წელს „მარგებელმა“ დაიწყო ერთობლივი წარმოება Rauch-თან, რომელიც ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

2017 წლის 24 ივნისს უალკოჰოლო სასმელების ახალი მრავალპროფილური ქარხანა გაიხსნა. აქ „წყალი მარგებელი“ აწარმოებს „ნაბეღლავის მინერალურ წყალს და წყაროს წყალს „ბახმარო“, ასევე წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელებს.

მთავარი თემები