რატომ შეწყვიტეს გაფიცვა „ნაბეღლავის“ ქარხნის თანამშრომლებმა

© photo: Nabeghlavi / FBრატომ შეწყვიტეს გაფიცვა „ნაბეღლავის“ ქარხნის თანამშრომლებმა
რატომ შეწყვიტეს გაფიცვა „ნაბეღლავის“ ქარხნის თანამშრომლებმა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
„ნაბეღლავის“ ქარხანა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება.

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. კომპანია „წყალი მარგებელის“ ხელმძღვანელობასა და „ნაბეღლავის“ ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ნათქვამია სს „წყალი მარგებელის“ განცხადებაში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის" მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ. დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, ისინი მზად იყვნენ კომპანიის ხელმძღვანელობას პროფკავშირის წარმომადგენლების თანდასწრებით შეხვედროდნენ.

„წლების განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომპანიის შიგნით საერთო ენის გამონახვას საერთო ინტერესების მისაღწევად. ამჯერადაც, ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
კიდევ ერთი გაფიცვა: ქუთაისში ტაქსის მძღოლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

კომპანიაში აღნიშნავენ„ რომ „ნაბეღლავის“ ქარხანა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება.

კომპანიის განცხადებით, „წყალი მარგებელის“ დირექტორი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოახერხა პირადად შეხვედროდა თანამშრომლებს, უახლოეს დღეებში აპირებს ნაბეღლავის ქარხანაში ჩასვლას, სადაც თითოეულ მათგანს შეხვდება.

„კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს. დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს ნდობისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებელსა და საზოგადოებას გვერდში დგომისა და მოთმინებისთვის“, – აღნიშნავენ  კომპანიაში.

„მარგებელი ჰოლდინგში“ გაერთიანებულია მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ და საწარმო „მარნეული აგრო“.

ყველა ახალი ამბავი
0