17:59 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1058)
63 0 0

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშით წარდგა.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის მუშაობის ანგარიშით წარდგენისას.

კობა გვენეტაძის თქმით, ამას ადასტურებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელთა შორისაა სარეიტინგო სააგენტოები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ ადეკვატური, დროის შესაბამისი პოლიტიკის გატარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დონორებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უმოკლეს ვადებში მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების მობილიზება შეძლო.

„2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნას საშუალოვადიან პერიოდში ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მხარდაჭერით.

„ინფლაციის თარგეთირებაზე ეროვნული ბანკი 2009 წლიდან გადავიდა. მას შემდეგ (2009-2020 წლებში) საქართველოში წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.7 პროცენტია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმამდე, 1996-2008 წლებში, ინფლაცია საშუალოდ 10.2 პროცენტი იყო“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

ინფლაციის თარგეთირება არის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი, რომლის დროსაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ იმ დროისთვის სასურველი ინფლაციის დონეს და შემდეგ ცდილობს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ამ მაჩვენებელზე შენარჩუნებას.

გვენეტაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად ფინანსური სისტემა პანდემიას მყარ მდგომარეობაში შეხვდა და მას საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გააგრძელოს.

ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები გაიზარდა>>

რაც შეეხება ეკონომიკის აღდგენას, ეს, გვენეტაძის აზრით, მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ვადებში იქნება შესაძლებელი პანდემიის დაძლევა საქართველოში და გლობალურად.

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1058)

მთავარი თემები