15:52 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
70 0 0

საქართველოს მოქალაქეები 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნაკლებს გამოიმუშავებდნენ და ნაკლებს ხარჯავდნენ, ნათქვამია „საქსტატის" მონაცემებში.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ოჯახების საშუალო ყოველთვიურმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯების მოცულობამ - 1,3 მილიარდი ლარი, რაც შესაბამისად 4,5%-ით და 7,6%-ით ნაკლებია 2019 წლის დონესთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი

პანდემიის დროს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ოჯახზე შემცირდა 6,4%-ით და გაუტოლდა 1,1 ათას ლარს, ხოლო ერთ ადამიანზე - 4,4%-ით და შეადგენს 321,4 ლარს.

ამავე დროს, „საქსტატის" მონაცემებით, მოსახლეობის შემოსავლების 86,8% არის ფულადი შემოსავლები და გადარიცხვები, 6,7% - არაფულადი, ხოლო 6,5% - დანარჩენი.

კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის 47.8% იყო დასაქმებულთა ხელფასი, ამასთან ეს მაჩვენებელი წლის განმავლობაში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

თვითდასაქმებულთა შემოსავალი ასევე შემცირდა 2 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში, რაც მთლიან შემოსავალში შეადგენს 9,4%-ს.

მაგრამ სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებიდან მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ფულადი შემოსავლის მთლიან მოცულობაში 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4%-ს გაუტოლდა.

საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა 2020 წელს

საქმიანობის ტიპი წილი მოსახლეობის მთლიან შემოსავალში,%
დაქირავებული შრომა 47.8
პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები 23.4
თვითდასაქმება 9.4
საჩუქრები 8.9
სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია 5.7
ფულადი გზავნილები 3.9
უძრავი ქონების იჯარა 1.0

ამავდროულად, ქალაქის მოსახლეობის შემოსავალი 4.3%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის მოსახლეობის შემოსავალი - 5%-ით.

მოსახლეობის ხარჯები

2020 წელს, პანდემიის დროს, საქართველოს მცხოვრებლები ნაკლებს ხარჯავდნენ. ოჯახის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 9.4%-ით დაიკლო და დაახლოებით 1 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ ადამიანზე - 7.4%-ით და 303.3 ლარი შეადგინა.

ამავდროულად, 70,1%-ს შეადგენს სამომხმარებლო ხარჯები, 7,1% - არაფულადი ხარჯები, ხოლო 22,8% - სხვა ხარჯები.

სამომხმარებლო ხარჯების ძირითად ნაწილს შეადგენს საკვები, სასმელი და სიგარეტი.

საქართველოს მოსახლეობის ხარჯების სტრუქტურა 2020 წელს

ხარჯების ტიპი წილი მთლიან ხარჯებში,%
საკვები, სასმელები, თამბაქოს ნაწარმი 42,1
კომუნალური ხარჯები 13,7
სხვა ხარჯები 13,2
ჯანდაცვა 12,0
ტრანსპორტი 9,8
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3,7
საყოფაცხოვრებო საქონელი 3,5
განათლება 2,0

2020 წელს ქალაქებში ხარჯები შემცირდა 6,5%-ით, ხოლო სოფლებში - 9,4%-ით.

 

 

 

 

 

მთავარი თემები