თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ოჯახების საშუალო ყოველთვიურმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯების მოცულობამ - 1,3 მილიარდი ლარი, რაც შესაბამისად 4,5%-ით და 7,6%-ით ნაკლებია 2019 წლის დონესთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი
პანდემიის დროს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ოჯახზე შემცირდა 6,4%-ით და გაუტოლდა 1,1 ათას ლარს, ხოლო ერთ ადამიანზე - 4,4%-ით და შეადგენს 321,4 ლარს.
ამავე დროს, „საქსტატის" მონაცემებით, მოსახლეობის შემოსავლების 86,8% არის ფულადი შემოსავლები და გადარიცხვები, 6,7% - არაფულადი, ხოლო 6,5% - დანარჩენი.
კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის 47.8% იყო დასაქმებულთა ხელფასი, ამასთან ეს მაჩვენებელი წლის განმავლობაში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
თვითდასაქმებულთა შემოსავალი ასევე შემცირდა 2 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში, რაც მთლიან შემოსავალში შეადგენს 9,4%-ს.
მაგრამ სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებიდან მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ფულადი შემოსავლის მთლიან მოცულობაში 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4%-ს გაუტოლდა.
საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა 2020 წელს
საქმიანობის ტიპი | წილი მოსახლეობის მთლიან შემოსავალში,% |
დაქირავებული შრომა | 47.8 |
პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები | 23.4 |
თვითდასაქმება | 9.4 |
საჩუქრები | 8.9 |
სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია | 5.7 |
ფულადი გზავნილები | 3.9 |
უძრავი ქონების იჯარა | 1.0 |
ამავდროულად, ქალაქის მოსახლეობის შემოსავალი 4.3%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის მოსახლეობის შემოსავალი - 5%-ით.
მოსახლეობის ხარჯები
2020 წელს, პანდემიის დროს, საქართველოს მცხოვრებლები ნაკლებს ხარჯავდნენ. ოჯახის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 9.4%-ით დაიკლო და დაახლოებით 1 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ ადამიანზე - 7.4%-ით და 303.3 ლარი შეადგინა.
ამავდროულად, 70,1%-ს შეადგენს სამომხმარებლო ხარჯები, 7,1% - არაფულადი ხარჯები, ხოლო 22,8% - სხვა ხარჯები.
სამომხმარებლო ხარჯების ძირითად ნაწილს შეადგენს საკვები, სასმელი და სიგარეტი.
საქართველოს მოსახლეობის ხარჯების სტრუქტურა 2020 წელს
ხარჯების ტიპი | წილი მთლიან ხარჯებში,% |
საკვები, სასმელები, თამბაქოს ნაწარმი | 42,1 |
კომუნალური ხარჯები | 13,7 |
სხვა ხარჯები | 13,2 |
ჯანდაცვა | 12,0 |
ტრანსპორტი | 9,8 |
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი | 3,7 |
საყოფაცხოვრებო საქონელი | 3,5 |
განათლება | 2,0 |
2020 წელს ქალაქებში ხარჯები შემცირდა 6,5%-ით, ხოლო სოფლებში - 9,4%-ით.