15:24 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
14610

Pulsar AI-ის წარმატება ყველა ქართველ სტარტაპერს შთაგონებას და მოტივაციას გაუზრდის, დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ სტარტაპ Pulsar AI-ს საერთაშორისო არენაზე წარმატება მიულოცა.

კომპანია Pulsar AI, რომელიც ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობს, ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მათი სპეციალისტების წყალობით ქართული ვებ-გვერდების ჩატ-ბოტები ქართულად „ამეტყველდნენ“. 2018 წელს Pulsar-მა „თიბისი ბანკიდან“ გადახდის ინოვაციური მეთოდისთვის საერთაშორისო პრემია მოიგო. Pulsar-ის ხმოვანი ტექნოლოგია ასევე „თიბისი ბანკის“ მობილურ ბანკში გამოიყენება, რომელიც 2019 წელს საუკეთესოდ აღიარეს.

როგორც ღარიბაშვილი წერს, Pulsar AI შეიძინა ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა – ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების მსოფლიო ლიდერმა.

„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ! ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!“ – დაწერა ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

პრემიერმა სტარტაპის მთელ გუნდს წარმატებული გარღვევა მიულოცა.

 

მთავარი თემები