10:55 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (1065)
66 0 0

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასების 35 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს მუშაობის პარალიზებით იმუქრებიან.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. რუსთავში გაფიცვაა – ქიმიური ქარხანა „აზოტის“ თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ისინი ხელფასების 35%-ით მომატებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს და საწარმოს მუშაობის პარალიზებას გამოიწვევენ.

მათი თქმით, კომპანია დათმობაზე წასვლას დღემდე არ აპირებს. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა.

„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

„რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (1065)

მთავარი თემები