რუსთავში „აზოტის“ მუშები გაიფიცნენ

© Sputnik / Levan Avlabreli„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასების 35 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს მუშაობის პარალიზებით იმუქრებიან.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. რუსთავში გაფიცვაა – ქიმიური ქარხანა „აზოტის“ თანამშრომლებმა საწარმოს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ისინი ხელფასების 35%-ით მომატებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი არ დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს და საწარმოს მუშაობის პარალიზებას გამოიწვევენ.

ჭიათურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
მეშახტეების გაფიცვა ჭიათურაში: კომპანია მუშებს ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს

მათი თქმით, კომპანია დათმობაზე წასვლას დღემდე არ აპირებს. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების გაზრდას ჯერ კიდევ 2019 წელს დაჰპირდა, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა. ხელფასების 20%-ით მომატებაზე მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც საუბრობდა.

„რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

„რუსთავის აზოტი“ სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი საწარმოა. მისი პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ქარხანა, რომელიც მინერალური სასუქის გამოშვებაზეა სპეციალიზებული, ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0