ღარიბაშვილი: საქართველოში 15 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

© courtesy of Irakli Garibashviliპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ 63 მუნიციპალიტეტში მასშტაბური განახლების სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას იწყებს, რომელიც 15 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და რეგიონების მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების გეგმას შეიმუშავებს

პრემიერის განმარტებით, პროგრამა 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას გულისხმობს.

„ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარებების პირობების ყველგან გაუმჯობესება სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის  განმარტებით, რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება 500 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები კი უკვე მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0