გაიზრდება თუ არა ზაფხულისთვის ავიარეისები - სპეციალისტის განმარტება

© photo: Sputnik / StringerGeorgian Airways Airzena-ს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
Georgian Airways Airzena-ს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
მარტში საქართველოდან პირდაპირი ავიამიმოსვლა 18 მიმართულებით იყო შესაძლებელი, ზაფხულში კი ბევრად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს 2021 წლის ბოლომდე 2019 წლის მონაცემებთან შედარებით საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 40-45%-ით აღდგეს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოქვეყნდა საქართველოში ფრენების განრიგი ზაფხულში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მართავს ვებინარების ყოველთვიურ სერიას, რომელიც ეძღვნება COVID-19-ის გავლენას ტურიზმზე და საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებს. რიგით მეორე ვებინარი მთლიანად საავიაციო ინდუსტრიას დაეთმო. პანელზე სიტყვით გამოსვლისას ვაკო ჭილაშვილმა საავიაციო ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მარტის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახორციელებდა 17 ავიაკომპანია, პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდებოდა 18 მიმართულებით. ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე დაემატება კიდევ 27 მიმართულება.

„გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია, იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40-45%-თაც კი აღდგეს“, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.
ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
კიდევ ერთი მიმართულება: ზაფხულში თბილისსა და ანტალიას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადმა 5.2 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ  640%-ი ზრდა შეადგინა. მაგრამ COVID-19-ის პანდემიამ 2020-2021 წლების მოლოდინები შეცვალა.

ჭილაშვილმა აღნიშნა, რომ პანდემიით განპირობებულმა მდგომარეობამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო.

„პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე, ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, - განაცხადა ჭილაშვილმა.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ სხვა ქვეყნებთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა დაიწყო.

საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ხოლო მესამე დღეს ტესტი ხელმეორედ უნდა ჩაიტარონ.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაბამისი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0