12:37 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (986)
55 0 0

მომხმარებლების უფლებები ამიერიდან სხვადასხვა ტიპის საფინანსო ორგანიზაციის პროდუქტების რეკლამაშიც კი იქნება გათვალისწინებული.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში ყველა საფინანსო ორგანიზაცია 1 აპრილიდან ვალდებულია, შეთანხმებაზე ხელმოწერამდე კლიენტს მათ პროდუქტებზე სრული ინფორმაცია გასაგებ ენაზე აუხსნას, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“.

ახალი წესების თანახმად, მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით შეთავაზებისას საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, კლიენტს ზეპირი ფორმით წარუდგინოს სრული ინფორმაცია. ბანკები ასევე ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ, ზეპირად მიაწოდონ ინფორმაცია კრედიტის გაცემაზე უარის შესახებ, თუ უარი მისი საკრედიტო ისტორიის გამოა გამოწვეული.

გარდა ამისა, ის საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც არ არიან ბანკები, ვალდებული არიან გააფრთხილონ კლიენტები სახსრების განთავსების რისკების შესახებ და მათ საქმიანობაზე კონტროლის განსხვავებულ რეჟიმზე. ეს საფინანსო ორგანიზაციები ვალდებული არიან, კლიენტს შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ინფორმაციის გასაცნობად მისცენ დრო და უპასუხონ ყველა კითხვას, მათ შორის სახსრების განთავების რისკების თაობაზე.

საფინანსო ორგანიზაციის მიერ პროდუქტების დაზღვევა ამიერიდან შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის მხრიდან ყველა პირობის გაცნობის შემდეგ.

მომხმარებლის უფლებები ასევე გათვალისწინებულია საფინანსო ორგანიზაციის პროდუქტების რეკლამაში. კრედიტების ან დეპოზიტის რეკლამაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეფექტური პროცენტი, ასევე რომელიმე მაჩვენებელთან მიბმის არსებობა (ლარის კურსი, რეფინანსირების განაკვეთი და ა.შ.).

დოკუმენტში ასევე მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ჯარიმის ან საკომისიოს თანხა კრედიტის ვადამდე გადახდის შემთხვევაში.

მაგალითად, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტზე, რომლის გადასახდელად დარჩენილია ნახევარი წლიდან ერთ წლამდე ვადა, ეს თანხა არ უნდა ჭარბობდეს დარჩენილი თანხის 0,5%-ს, თუ დარჩენილია ორ წლამდე ვადა – 1%-ს, ხოლო ორ წელზე მეტი ვადა – 2%-ს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო რისკ–მენეჯერად დასახელდა>>

გარდა ამისა, ბანკი ვალდებულია, კლიენტს შესთავაზოს გადახდის გრაფიკის შეცვლა, თუ კლიენტი სულ მცირე 2500 ლარის კრედიტის 20%-ს წინასწარ დაფარავს. პირობების შეცვლა შესაძლებელია იყოს როგორც გადახდის თანხის შემცირების, ისე გადახდის ვადის შემცირების სახით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (986)

მთავარი თემები