20:54 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
119 0 0

ლარის კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელთა გაკონტროლება ეროვნული ბანკის ძალებს აღემატება, განაცხადა გვენეტაძემ

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 აპრილისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4118 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ლარი კიდევ უფრო დაეცა: კურსმა 3,4-იან ნიშნულს გადააჭარბა >>

ქართული ვალუტის გაცვლითი კურსი 3,4 ლარის ნიშნულს 2020 წლის 27 მარტს გასცდა, როდესაც დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმი – 3,4842 GEL/$1.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკი ბაზრის დასტაბილურობის მიზნით გეგმავს ინტერვენციების განხორციელებას, მაგრამ ლარის კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელთა გაკონტროლება მის ძალებს აღემატება.

„ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის, რომლებიც ლარის კურსზე მოქმედებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაასახელა ტურიზმით მიღებული შემოსავლების შემცირება, ექსპორტის შემცირება და სხვა ეკონომიკური პრობლემები.

 

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრებოდა. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

 

მთავარი თემები