01:04 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (217)
65 0 0

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარი პირობაა.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკუთრებაში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, იუწყება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

როგორ დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება სოფელს: ახალი პროგრამები და შეღავათები>>

2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.

გამარტივებული პროცედურები სრულიად უფასოა. მიწის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ცნების გაფართოებამ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუადვილა მიწის რეგისტრაციის პროცესი.

სააგენტო მოუწოდებს ყველას, ვინც ჯერ ვერ მოასწრო თავისი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული შეღავათებით.

რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა>>

სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია ფერმერებისთვის სახელმწიფოსგან შეღავათების მიღების მთავარ პირობას წარმოადგენს.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (217)

მთავარი თემები