ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონეთში მარკეტინგულ კამპანიას წელსაც გააგრძელებს

© photo: courtesy of Ilia Kakhoidzeქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა, ის გასულ წელს 60 ქვეყანას შორის ექსპორტის მოცულობით მესამე ადგილზე იყო.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. პოლონეთში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანია 2021 წელსაც განხორციელდება, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს.

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
13 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი: ქართულმა ღვინომ იაპონიაში მორიგი წარმატება მოიპოვა

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. სააგენტო ამ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.

2021 წელს „მალინოვას“ ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაცია–სემინარები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება.

  • ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გაგრძელდება სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე, გამოქვეყნდება სტატიები ქართული ღვინის კულტურის შესახებ.

„პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2020 წელს პოლონეთმა ქართული ღვინის 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავა.

აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება იზრდება>>

გასულ წელს პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო გაიტანეს, დაფიქსირდა 30%-იანი ზრდა.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ყველა ახალი ამბავი
0