12:21 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (216)
88 0 0

პროექტების დაფინანსება უზრუნველყოფს ქვეყნის რვა მუნიციპალიტეტის სოფლებში პირობების შექმნას ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისთვის.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში იწყება კონკურსი დამწყები და უკვე მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არასასოფლო–სამეურნეო გრანტების გასაცემად, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

კონკურსის მიზანია საქართველოს სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, სოფლებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, ასევე კლიმატური ცვლილებების შემსუბუქების ღონისძიებების ხელშეწყობა.

პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

თანადაფინანსება გაიცემა შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

სამეწარმეო საქმიანობების დაწყებისთვის და განვითარებისთვის. მინიმალური საგრანტო მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 20 ათას ლარს, ხოლო მაქსიმალური – 300 ათას ლარს, თუმცა თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა თითოეულ პროექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 170 ათასი ლარით, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

საწყის ეტაპზე ბიზნეს–საქმიანობისთვის განახლებადი და ენერგოეფექტური რესურსების გამოყენებაზე გათვლილი პროექტები. მინიმალური საგრანტო მოცულობაა 1,5 ათასი ლარი, მაქსიმალური – 30 ათასი ლარი ერთ პროექტზე, რომელიც არ აღემატება პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის კონკურსში განაცხადების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: განაცხადებისა და ბიზნეს–მოდელის პროექტის მიღება და შეფასება და ბიზნეს გეგმის დეტალური პროექტის მიღება და თანადაფინანსების კომიტეტზე წარდგენა/შეფასება.

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება: სამხედრო, ბირთვულ, სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას; სათამაშო ბიზნესს, აზარტულ თამაშებს; საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო); საქველმოქმედო და რელიგიურ საქმიანობას; ვაჭრობას.

განაცხადები მიმდინარე წლის 31 მარტამდე მიიღება.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (216)

მთავარი თემები