11:34 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (943)
2092 0 0

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის იანვარში 19,2%-ით გაიზარდა და 149,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 

2021 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 11,4%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ იანვარში დაახლოებით 23,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15,5%-ია. 

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.

იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 27,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,2%-ია.

იტალიამ რუსეთს პირველად გასული წლის აპრილ–მაისში გაუსწრო და საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით ლიდერი პოზიცია დაიკავა.

2021 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 17,2 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (943)

მთავარი თემები