ფულადი გადარიცხვები: რამდენი ფული შემოვიდა იანვარში საქართველოში

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2021 წლის იანვარში 19,2%-ით გაიზარდა და 149,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე. 

2021 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 11,4%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ იანვარში დაახლოებით 23,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 15,5%-ია. 

ფულადი გზავნილები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
პანდემია საქართველოში: ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის განმავლობაში

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვარში პირველობა იტალიას დაუთმო.

იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 27,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 18,2%-ია.

იტალიამ რუსეთს პირველად გასული წლის აპრილ–მაისში გაუსწრო და საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით ლიდერი პოზიცია დაიკავა.

2021 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 17,2 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0