11:06 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
428 0 0

მინისტრის განცხადებით, თუ დადებითობის მაჩვენებლის შემცირების დინამიკა შემდგომშიც გაგრძელდება, შესაძლებელი გახდება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაც

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ორშაბათიდან გრძელდება ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია, იხსნება ღია სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

კოვიდ-ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის დასტაბილურების შემდეგ საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 13 თებერვლისთვის შეადგენს 1,97%, ბოლო 14 დღის - 3,2%, ბოლო 7 დღის - 2,75%. აღსანიშნავია, რომ 12 თებერვალს დადებითობის მაჩვენებელი 2,08%-ს შეადგენდა, 11 თებერვალს - 2,54%-ს.

თურნავას განცხადებით, ძალაში რჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა, როგორც რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის.

„ორშაბათიდან გრძელდება შეზღუდვების წერტილოვანი მოხსნის ეტაპობრივი სტრატეგია. იხსნება სარესტორნო ბიზნესის ღია სივრცეები. კაფეები და რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით განაახლებენ მუშაობას, თუმცა, რა თქმა უნდა, კვალავაც, არამარტო სარესტორნო ბიზნესის, არამედ ყველასთვის რჩება ღამის საათების შეზღუდვა. შაბათ-კვირის შეზღუდვა, როგორს რესტორნებისთვის, ასევე სავაჭრო ობიექტებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას ინფორმაციით, მთავრობას კონტროლის ქვეშ აქვს აყვანილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, მეტ-ნაკლებად სტაბილიზაცია ნარჩუნდება, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს.

„არსებობს საფრთხე, ერთიანად რომ გავხსნათ ყველაფერი და ყველა შეზღუდვა მოვხსნათ, ამან ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს. კარგად გვესმის რესტორნების წუხილი. მათ უნდათ მეტი, არამარტო ღია სივრცეები, დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის, ასევე, საათების შეზღუდვის მოხსნა, რაც გასაგებია ბიზნესის თვალსაზრისით. ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს არ მოგვიხდეს ყველაფრის უკან გამოთხოვა და ისევ შეზღუდვების დაწესება“, - განაცხადა თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.

ავტობუსები და რესტორნები: რა შეზღუდვები უქმდება საქართველოში >>

ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

მთავარი თემები