ავტობუსები და რესტორნები: რა შეზღუდვები უქმდება საქართველოში

© Sputnik / Viktor Kaminskyტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
8 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა კვლავ ძალაში რჩება „კომენდანტის საათი“.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. 

მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 8 თებერვლიდან: დეტალური ინფორმაცია

კერძოდ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ისევე, როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე:

1. მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი) – გარდა უქმე დღეებისა;

2. მუშაობას განაახლებენ ღია და დახურული ტიპის ბაზრობები – გარდა უქმე დღეებისა;

ერთი კვირის შემდეგ, 15 თბერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება (ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ). გარდა ამისა, კვების ობიექტები ღია სივრცეში შეძლებენ სტუმრების მიღებას – გარდა უქმე დღეებისა;

ამასთან, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯერ ისევ იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც. ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა.

კვლავ არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ყველა ახალი ამბავი
0