საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან 5 მლნ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
საქართველოდან წელს ვაშლის ექსპორტის მოცულობა შარშანდელთან შედარებით 13-ჯერ გაიზარდა. ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გავიდა.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოდან ექვს თვეში ექსპორტზე 11.2 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019–2020 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საქართველომ ექსპორტზე 38 ათასი ტონა მანდარინი გაიტანა

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში განხორციელდა. აგვისტოდან ექსპორტზე იქ 10.8 ათასი ტონა ვაშლი გავიდა.

რუსეთის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

ვაშლის ექსპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ახალი ბაღების გაშენების დასახმარებლად ხორციელდება პროგრამა „დანერგე მომავალი“. ამ პროგრამის ფარგლებში ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

ხილის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0