საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილს სულ უფრო მეტი უცხოელი გამოთქვამს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიდისტანციურად მუშაობა
დისტანციურად მუშაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტმა „იმუშავე საქართველოდან“ სტარტი  2020 წლის 27 აგვისტოს აიღო და ამ მოკლე პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დაინტერესება შეძლო.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის პერიოდში, 90 ქვეყნის  დაახლოებით 2,2 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური. 

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
„იმუშავე საქართველოდან“: პროექტი სულ უფრო მეტ უცხოელს იზიდავს

პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის დავალებით მოამზადა. ახალი პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ თვითდასაქმებულებს, სრული განაკვეთით დასაქმებულებს, ასევე მეწარმეებს, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბიზნესი. საქართველოს მთავრობა სხვადასხვა გლობალური კომპანიების თანამშრომლებს სთავაზობს ქვეყანაში ჩამოსვლას და არანაკლებ 180 დღისა საქართველოდან დისტანციურად მუშაობას. განმცხადებლის ყოველთვიური შემოსავალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2000 აშშ დოლარს.

შევსებული  განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო მაჩვენებლების თანახმად,  ექვსი თვის განმავლობაში ისინი ქვეყანაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი,  6-თვიან პერიოდში, საშუალოდ, 26 მილიონი  დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედია–პლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.

2021 წელს დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა Big 7 Travel–იმა შეადგინა, საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0